კაციტაძე: მოსამართლეთა ის კორპუსი, რომელიც კასტად ჩამოყალიბდა, ყველაფერზე წამსვლელია

მოსამართლეთა ის კორპუსი, რომელიც რაღაცნაირად კასტად ჩამოყალიბდა, არის ყველაფერზე ხელისმომწერი, ყველაფერზე წამსვლელი, ყველაფრის გამფორმებელი, – ამის შესახებ „ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარემ მამუკა კაციტაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კაციტაძე სასამართლოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ხელისუფლებას კონტროლირებული სასამართლო სჭრიდება.
„ღარიბაშვილმა თქვა „ქართული ოცნების“ არ არის არცერთი მოსამართლეო. „ქართული ოცნების“ არის მთლიანად სასამართლო , ამას რად უნდა ლაპარაკი. კონტროლირებული სასამართლო სჭირდება ხელისუფლებას, ივანიშვილს. ეს ყველაფერი გამოჩნდა TBC ბანკის ჭრილშიც და მომავალში კიდევ უფრო დასჭირდება ეს ყველაფერი. ბუნებრივია, ივანისვილმა მიიღო ის ადამიანები , რომლებიც ყველაფერზე ხელისმომწერები არიან.
მოსამართლეთა ის კორპუსი, რომელიც რაღაცნაირად კასტად ჩამოყალიბდა, არის ყველაფერზე ხელისმომწერი, ყველაფერზე წამსვლელი, ყველაფრის გამფორმებელი. ორი კვირის წინ გამოვიდა მურუსიძე და სასწაული რამ თქვა მოსამართლემ : ჩვენ ნერგებივით ვართ, მებაღე გვჭირდება, კარგ ნიადაგში კარგ ნაყოფს ვიძლევით, ცუდ ნიადაგში ცუდსო. მოსამართლეს , რომელსაც მებაღე სჭირდება, ის მოსამართლე არ არის, ის არის ყლორტი. მებაღე სჭირდება ყლორტებს და ნერგებს . მოსამართლეს სჭირდება სამართალი. ასეთი სამართალი გვაქვს დღეს“- განაცხადა კაციტაძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები