ლევან სამუშია: დღეს კრიტერიუმებზე მსჯელობა აწყობთ მურუსიძეებს და მათ საძმაკაცოს

დღეს კრიტერიუმები და კრიტერიუმებზე მსჯელობა აწყობს მურუსიძეს, მურუსიძეებს და მათ საძმაკაცოს, – ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ აღმასრულებელმა მდივნმა ლევან სამუშიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სამუშია სასამართლოს ირგვლივ განვითარებულ პროცესებს გამოეხმაურა.
„დღეს კრიტერიუმები და კრიტერიუმებზე მსჯელობა აწყობს მურუსიძეს, მურუსიძეებს და მათ საძმაკაცოს. იმიტომ, რომ ესენი კრიტერიუმებით აღჭურვილნი, „მკაცრ კანონში“ მოქცეულ ჩარჩოებში ფილტრგავლილები გვეტყვიან მერე, რომ აი, მეგობრებო ხომ ხედავთ გავიარეთ ეს კრიტერიუმები. თავად გვითხრეს, რომ ყველანაირ კრიტერიუმებს ვაკმაყოფილებთო. კრიტერიუმები ზოგადად უნდა არსებობდეს, მაგრამ უნდა არსებობდეს წინაპირობები, რომ ამ კრიტერიუმებთან მივიდეთ. დღეს დასაშლელია იუსტიციის საბჭო. „თავისუფალმა დემოკრატებმა“ რადიკალური სასამართლო რეფორმის ხედვა წარმოვადგინეთ , სადაც დეტალურადაა აღწერილი რა , როგორ უნდა იყოს, კონსტიტუციასთან შესაბამისობაში.
მურუსიძე, ჩინაჩალაძე, გვრიტიშვილი , მეთოფიშვილი ესენი მათია, „ქართული ოცნების“, სხვისი არავისია. მათ დააწინაურეს, მათ დანიშნეს , მათ განამწესეს სასამართლოში“- განაცხადა სამუშიამ.
სამუშია ადვოკატების მიერ წამოწყებულ კამპანია „აიცილე ლევან მურუსიძისაც“ გამოეხმაურა.
როგორც ცნობილია, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა სერგო მეთოფიშვილმა რამდენიმე მოსამართლის წინააღმდეგ ადვოკატების მიერ დაწყებული კამპანიის შესახებ Facebook-ზე ედაწერა. სერგო მეთოფიშვილის განცხადებით, მოსამართლეების წინააღმდეგ კამპანიის ავტორი ადვოკატები უნდა დაჯარიმდნენ. მისი თქმით, ასეთი ქცევა “სასამართლოს მიმართ აშკარა უპატივცემულობაა”.
„კიდევ რბილად ყოფილა საქმე,მეთოფიშვილმა დახვრეტა რომ არ მოინდომა , ზოგადად. ეს შეურაცხყოფაა სასამართლოსიო- იძახიან მოსამართლეები . სასამართლოს შეურაცხყოფა მათი უმრავლესობის ნამოქმედარია, ყველაზე არ ვლაპარაკობ. შემიძლია, უმრავლეს მათგანს ეს თავიანთი წარსული საქმიანობიდან კონკრეტული მტკიცებულებებით დავუდასტურო. რაც შეეხება აცილების საკითხს- არის აცილების შესაძლებლობა . რომელ ადამიანს სურს , რომ მურუსიძემ განიხილოს მისი საქმე? მოსამართლის აცილებაში ვერაფერს ვხედავ არაკანონიერს , მით უმეტეს დაჯარიმებაზე როცაა საუაბარი“- განაცხადა სამუშიამ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები