ბაქოში საერთო საცხოვრებელი დაიწვა – დაღუპულია ცოლ-ქმარი (ვიდეო, ფოტო)
ბაქოში, წუხელ ნარიმანოვსკის რაიონში ხუთსართულიან საერთო საცხოვრებელში ძლიერი ხანძარი მოხდა. ხანძრის კვამლის შედეგად ბინაში ცოლ-ქმარი სურხაი იუსიფ ოღლუ ალიევი და ელისა ინდის ალიევა დაიღუპნენ, ხოლო დანარჩენი მოსახლეების ევაკუაცია განხორციელდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ხანძრის შედეგად მხოლოდ შენობის გარკვეული ნაწილი დაიწვა. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, ხანძრის მიზეზად ამ დროისთვის მოკლე ჩართვა სახელდება.
ჯანდაცვის სამინისტროს პრესმდივნის, ს. ახმედოვის განცხადებით სასწრაფო დახმარებას 14-მა ადამიანმა მიმართა, ზოგს დახმარება ადგილზე ჩაუტარდა, ხოლო ხუთი მათგანი ტოქსიკოლოგიის ცენტრში იქნა გადაყვანილი.