ირაკლი ღარიბაშვილი: თუ ივანიშვილს პირობითად, ჰიპოტეტურად წარმოიდგინეთ, რომ აინტერესებდა ეს პორტი, ვინ დაუშლიდა ამ პორტის პროექტში ჩართულობას, ვერავინ

თუ ივანიშვილს პირობითად ჰიპოტეტურად წარმოიდგინეთ რომ აინტერესებდა ეს პორტი, ვინ დაუშლიდა ამ პორტის პროექტში ჩართულობას, ვერავინ – ამის შესახებ პარტია ,,ქართული ოცნების” პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემაში ,,რეაქცია” ისაუბრა. 
„მე არ ვარ მთავარი პროკურორი ,მე არ ვიცნობ ამ საქმეს, რაც შეეხება ანაკლიის პორტს ,პირველი ბუნებრივი შეკითხვა,რაც მე მიჩნდება, მე არ ვიცი, სამი წელი გავიდა და როგორც მახსოვს, 2016 წელს მოიგეს ეს ტენდერი და მე როგორც ვიცი, თქვენ ჟურნალისტი ბრძანდებით და არამარტო თქვენ, არამედ სხვებმაც გადაამოწმონ, რატომ დაირღვა ვადები და რატომ არ დაიწყო მშენებლობა ამ პორტის. ხომ არ იყო საქმე, პრობლემა იმასთან, რომ უბრალოდ დაფინანსება მათ ვერ მოიპოვეს თავის დროზე, ან უბრალოდ არ იყო დაფინასებადი პროექტი. მე არ ვიცი, ამით დაინტერესდნენ ექსპერტები, უბრალოდ მე არ ვიყავი ჩართული ბოლო სამი წელი აქტიურად. ასე რომ, ასე ხელაღებით თქმა იმისა, რომ ვიღაცას რაღაცა პორტი აინტერესებს … თუ ივანიშვილს პირობითად ჰიპოტეტურად წარმოიდგინეთ რომ აინტერესებდა ეს პორტი, ვინ დაუშლიდა ამ პორტის პროექტში ჩართულობას, ვერავინ. არც მისი ფინანსური რესურსები, ყველას აღემატება ბიზნესმენს, ვინც საქართველში ცხოვრობს, მეორეს მხრივ, სხვა რა პრობლემა უნდა ყოფილიყო. უფრო მეტი გარანტია თუნდაც უცხოელი ინვესტორებისთვის რა იქნებოდა, რომ ყოფილიყო ბატონი ივანიშვილი ჩართული ამ პროექტში. მაგრამ იქედან გამომდინარე,  რომ ეს პროცესი იყო აბსოლუტურად თავისუფალი , მიშვებული და გამჭვირვალე, არავინ არ ჩაერია ამ პროექტში, გავიდა სამი წელი, პორტი აშენდა? მე კითხვას ვსვამ, აშენდა პორტი? არა! მეორე- სახელმწიფოს კონტრიბუცია რამდენია პორტში? 200 მილიონამდე კერძო პროექტის მიმართ, გარდა მხარდაჭერისა, მითხარით ეხლა თქვენ, რა მიიღო კონკრეტულმა ბიზნესმენმა, ამ შემთხვევაში ბატონმა ხაზარაძემ მთავრობისგან . თქვენ გაპატიებდნენ, როგორ ფიქრობთ,  17 მლ დოლარის ოპერაციის ასეთ ფორმებში ჩატარებას ? არავინ არ გაპატიებდათ არც თქვენ არც მე და არავის,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები