ირაკლი ღარიბაშვილი: არ ვიცი, ვინ რა იხეირა, მაგრამ გეტყვით, რომ რამდენიმე ადამიანთან აღარ მაქვს საერთოდ ურთიერთობა და ჩემს სახლში აღარ მოდიან

გავწიე ის ადამიანები, ვინც გასაწევი იყო, თუმცა დროში არ ემთხვევა ჩემი წასვლა და ეს ყველაფერი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „რეაქციაში” ისაუბრა.

„როდესაც კითხვები დაისვა ნათესავებთან დაკავშირებით, მაშინ საფუძველი იყო. ქართველები ვართ, ყველას გვიყვარს ჩვენი ნათესავები, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველაფერს იდეალურად ვერ დააორგანიზებ. ვიღაც ნათესავმა ისარგებლა, ბოროტად გამოიყენა რაღაც მდგომარეობა, შეიძლება ვიღაცამ გადააჭარბა. ეს ყველაფერი ხდება და ამაზე ღიად უსაუბრია ბიძინა ივანიშვილსაც და ყველას. ზოგადად, ეს არ არის უცხო თემა, ნაცნობი თემაა, რომ ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე, ცდილობენ რამენაირად „იხეირონ“, ასე ვთქვათ. არ ვიცი ვინ რა იხეირა, მაგრამ გეტყვით რომ რამდენიმე ადამიანთან აღარ მაქვს საერთოდ ურთიერთობა და ჩემს სახლში აღარ მოდიან. ეს ჩემი პირადულია, რაც იყო მაშინ, მე თვითონ გავასწორე ყველაფერი. გავწიე ის ადამიანები, ვინც გასაწევი იყო, თუმცა დროში არ ემთხვევა ჩემი წასვლა და ეს ყველაფერი. მანამდე იყო, ერთი წლით ადრე – ეს ხმაური და კითხვები ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩემი წამოსვლა ერთი წლის თავზე მოხდა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

0

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები