ირაკლი ღარიბაშვილი: ახლა არ ვაპირებ პარლამენტში შესვლასა და მთაწმინდაზე კენჭისყრას

ახლა არ ვაპირებ პარლამენტში შესვლას და მთაწმინდაზე კენჭისყრას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„არ შეესაბამება სიმართლეს გავრცელებული ინფორმაცია, არ ვაპირებ ახლა პარლამენტში შესვლას, მთაწმინდაზე არ ვაპირებ კენჭისყრას. პარტიაში იმიტომ მოვედი, რომ გარკვეული როლი შევასრულო და წვლილი შევიტანო ამ პარტიის გაძლიერებაში, ეს არის ჩემი მთავარი ამოცანა.

მეძლევა საშუალება, კარგი საქმე გავაკეთო – ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. ჩვენი პარტია იძლევა შესაძლებლობას, რომ კარი გავუხსნათ, მათ შორის ახალ წევრებს, ახალგაზრდებს, ნიჭიერ ახალგაზრდებს და მოხდეს ამ ყველაფრისთვის ახალი ენერგიის მიცემა. კარის გახსნაში მე ასევე ვგულისხმობ იმას, რომ პარტიის შიგნით არსებობს რესურსი, რომლეიც არის გამოუყენებელი, ამ ადამიანების გამოყენება არის აუცილებელი და მათი დაწინაურება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები