ჩეხეთში ორი სამგზავრო მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა (ვიდეო)

ჩეხეთში ორი სამგზავრო მატარებელი, ქალაქ ბრნოსთან ერთმანეთს შეეჯახა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სახანძრო-სამაშველო სამსახურების გაერთიანებული დეპარტამენტის წარმომადგენელი, მარტინ დრაპალი ავრცელებს.
მისი თქმით, ავარიის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა. ადგილობრივი მედიის ცნობით კი ინციდენტის შედეგად, 23 ადამიანი დაშავდა, ხოლო 15 მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ამ დროისთვის ხაზზე მოძრაობა შეზღუდულია, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები