ბელორუსმა უკრაინაში დენთისა და ასაფეთქებლების ექსპორტი გაზარდა
2018 წელს ბელორუსი უკრაინაში 1,989 მილიონი დოლარის ღირებულების დენთისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების ექსპორტს ახორციელებდა. ეს 19%-ით აღემატება 2017 წლის მაჩვენებელს. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, აღნიშნული პროდუქტის დიდ რაოდენობას უკრაინა მხოლოდ გერმანიისა და ამერიკისგან ყიდულობდა. დენთისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების მიწოდება ამ ქვეყნებიდან 2017 წელთან შედარებით შესაბამისად 60% და 127,5%-ით გაიზარდა.
მეოთხე და მეხუთე ადგილს უკრაინაში აღნიშნული ნივთიერებების ექსპორტის ოდენობის მიხედვით, ჩეხეთი და პოლონეთი იკავებენ.