ამირან სალუქვაძე: ლონდონის ექსპერტიზაზე რა უნდა დადგინდეს, დნმ თუ საბეჭდი მანქანის შრიფტი?

ასეთი ფურცლის წარდგენა, არც ხელმოწერა, არც ბლანკი, არც არაფერი, არაა სერიოზული, – ასე ეხმაურება ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე “თი-ბი-სი ბანკის” დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიერ სასამართლოზე წარდგენილ წერილს.
“ასეთი ფურცლის წარდგენა, არც ხელმოწერა, არც ბლანკი, არც არაფერი, არაა სერიოზული.
ლონდონის ექსპერტიზაზე რა უნდა დადგინდეს, დნმ თუ საბეჭდი მანქანის შრიფტი?”, – წერს ამირან სალუქვაძე.
შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძემ გუშინ საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ წინასაარჩევნო პერიოდში მას მუქარის შემცველი წერილი გაუგზავნა.
პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა კი დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მამუკა ხაზარაძემ ელექტრონული ვერსიით დაბეჭდილი წერილი წარადგინა, რომელსაც არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ აქვს.
„მამუკა ხაზარაძემ სასამართლოზე წარმოადგინა ჩვეულებრივი ნაბეჭდი ფურცელი, რომლის შედგენა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ამ წერილში რაიმე მაიდენტიფიცირებელი ნიშნები არ ჩანს. როგორც ხაზარაძემ განაცხადა, წერილი მან შუამავლის მეშვეობით მიიღო. როდესაც ჩვენ ვეკითხებით შუამავლის დასახელებას, ჩვენთვის გაუგებარი მიზეზით, ის შუამავალს არ ასახელებს. რაც შეეხება მის შინაარსს, წერილი ჯერჯერობით ჩვენ არ გადმოგვცემია და ამაზე ვერაფერს გეტყვით. სწორედ წერილის გაცნობის შემდგომ დაიგეგმება, თუ რას განახორციელებს პროკურატურა. ჩვენ ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებას განვახორციელებთ“, – აღნიშნა არჩილ ტყეშელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები