სოსო მანჯავიძე: მე ის მიკვირს, რამ ათქმევინა ხაზარაძეს ასეთი სულელური ტყუილი, ნუთუ შედეგები ვერ გათვალა?

პოლიტიკოსი სოსო მანჯავიძე “თი-ბი-სი ბანკის“ დაფუძნებლის მამუკა ხაზარაძის პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას, რომელიც შს მინისტრის მიერ გიორგი გახარიას მიერ მუქარის შემცველი წერილის გაგზავნას ეხება, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„მოკლედ, რაღაც წერილოფრენია დაგვემართა. ჯერ იყო და მამალაძის წერილის საიდუმლოების ამოხსნით ვიყავით დაკავებული მთელი თვე. ახლა ახალი საიდუმლოება გვტანჯავს-არსებობს თუ არა გახარიას უსტარი მიწერილი ხაზარაძესა თანა.
როგორც გაირკვა, უსტარი ესე რისხვისა გახარიასი ხაზარაძისა თანა მიწერილი არ არსებობს.. ან როგორ მისწერდა, არ ჩანს გახარია ის კაცი, თავის დასაკლავ დანას თვითონ რომ ალესავს. მე ის მიკვირს, რამ ათქმევინა ხაზარაძეს ასეთი სულელური ტყუილი, ნუთუ შედეგები ვერ გათვალა?
საქართველოს ნომერ პირველი ბანკირია და წესით, რისკების გათვლა ყველაზე კარგად უნდა იცოდეს.
მაგრამ აქ მეც ვაჭარბებ, წესის და ლოგიკის მოლოდინი ჩვენს სინამდვილეში დიდ გულუბრყვილობაა, რბილად რომ ვთქვათ“,- წერს სოსო მანჯავიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები