თბილისის სხვადასხვა უბანში, „ლიბერთი ბანკის“ ორი ფილიალი დააყაჩაღეს

დღეს, დილის საათებში, თბილისის სხვადასხვა უბანში, „ლიბერთი ბანკის“ ორი ფილიალი დააყაჩაღეს.
ამჯერად, ყაჩაღური თავდასხმა ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მდებარე ბანკის ფილიალში განხორციელდა.
ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, დღეს დილით ბანკის შენობაში შეიარაღებული ერთი პირი შეიჭრა და თანხა გაიტაცა.
ამ დროისათვის უცნობია, რა რაოდენობის თანხა გაიტაცა თავდამსხმელმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილის საათებში „ლიბერთი ბანკის“ კიდევ ერთი ფილიალი დააყაჩაღეს. ყაჩაღობის ფაქტი ყაზბეგის გამზირზე მოხდა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს, 179-ე, რომელიც ყაჩაღობას გულისხმობს და 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები