არჩილ თალაკვაძე: ზვიად კვაჭანტირაძე ჯერჯერობით კომიტეტის მოქმედი თავმჯდომარეა

 

„ზვიად კვაჭანტირაძე ამჟამად ბაქოში იმყოფება ოფიციალური ვიზიტით, ის დელეგაციაშია უმრავლესობის სახელით და ჯერჯერობით კომიტეტის მოქმედი თავმჯდომარეა“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
თალაკვაძე ვარაუდობს, რომ ზვიად კვაჭანტირაძეს თავის გადაწყვეტილებაზე საუბარი ექნება.
„ზვიად კვაჭანტირაძე ამჟამად ბაქოში იმყოფება ოფიციალური ვიზიტით, ის დელეგაციაშია უმრავლესობის სახელით და ჯერ-ჯერობით კომიტეტის მოქმედი თავმჯდომარეა. ალბათ ამ დროს მისი მხრიდან განცხადების დაწერაზე, ის მეტ განმარტებებს გააკეთებს და უმრავლესობასთან ექნება საუბარი თავის გადაწყვეტილებაზე“,- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს ზვიად კვაჭანტირაძემ საპარლამენტო უმრავლესობა და ფრაქცია დატოვა. „გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე, არის გარკვეულწილად იმის პროტესტი, დღეს ჩვენ პარლამენტში რა სიტუაციაშიც ვართ“,- აღნიშნა ზვიად კვაჭანტირაძემ.
მისი თქმით, სასამართლოს თემა გახდა ერთ-ერთი „ყველაზე დიდი წითელი ხაზი“, რომელმაც უმრავლესობის დატოვებისკენ უბიძგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები