არჩილ თალაკვაძე: უმრავლესობაში მიმდინარე პროცესი კარს გაუხსნის წარმატებული ადამიანების შემოსვლას პარტიაში
„უმრავლესობაში მიმდინარე პროცესი კარს გაუხსნის ახალი, მომავლის ხედვის მქონე, წარმატებული ადამიანების შემოსვლას პარტიაში“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, არსებობს რთული პოლიტიკური საკითხები, რომელზე მუშაობაც მიმდინარეობს.
„უმრავლესობაში მიმდინარე პროცესი კარს გაუხსნის ახალი, მომავლის ხედვის მქონე, წარმატებული ადამიანების შემოსვლას პარტიაში, ჩვენს გუნდში და პარლამენტშიც. არის რთული პოლიტიკური საკითხები, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ და მივიღებთ მყარი უმრავლესობით გადაწყვეტილებებს ისე, როგორც ეს საზოგადოების და ქვეყნის ინტერესებშია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.