რუსეთი საქართველოს “უსიამოვნო მოულოდნელობების” შესახებ აფრთხილებს
დღეს პრაღაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის 2019 წლის პირველი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე რუსეთის წარმომადგენელმა საქართველო “უსიამოვნო მოულოდნელობების” შესახებ გააფრთხილა.
“ძალიან ბევრი გზავნილი მაქვს, მაგრამ, როგორც წესი, ყველაფერს მაინც ერთ აზრამდე მივყავართ. უნდა მივიწევდეთ ყველა სფეროში ურთიერთობის დასალაგებლად და დავიცვათ ჩვენი ქართველი პარტნიორები უსიამოვნო მოულოდნელობებისგან, ვინაიდან ისინი ორივე მხარისთვის ცუდი იქნება”,- განაცხადა კარასინმა.