მერაბ ქვარაია: ხალხი არა შიდა კონფრონტაციას, არამედ პრობლემების კარგად გააზრებასა და სიკეთის მომტან ნაბიჯებს ითხოვს
ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია ეკა ბესელიას მიერ „რუსთავი 2“-ის ეთერში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც ის პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტის დაყენების საკითხზე საუბრობს.
“უმჯობესია, იმპიჩმენტზე კი არა, საქმეზე და იმ რეალურ გამოწვევებზე ვიფიქროთ, რაც ქვეყნისა და ხალხის წინაშეა. პარლამენტის თავმჯდომარეს თანადგომა სჭირდება და არა სარმის გამოდება, ისტორიამ და გამოცდილებამ უნდა გვასწავლოს რაღაც…
საზრუნავი და საფიქრალი კი თითოეულ ჩვენგანს ნამდვილად ბევრი გვაქვს. ხალხი არა შიდა კონფრონტაციას, არამედ არსებული პრობლემების კარგად გააზრებას და სიკეთის მომტან ნაბიჯებს ითხოვს“, – განაცხადა მერაბ ქვარაიამ.