არჩილ თალაკვაძე: პოლიტიკური ექშენის თვალსაზრისით სრული პანდემიაა
„რეალურად, ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიტიკური ექშენის თვალსაზრისით, არის სრული პანდემია”, – საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ „იმედის” თოქ-შოუში „პირისპირ” განაცხადა. მისივე თქმით, თუ ვინმე კომუნიკაციის თანამედროვე მეთოდს არ მოიხმარს, ეს მათი საქმეა.
„დღეს მოვიდნენ ჩემთან სკანდალური ტონით და დაზუთხული შეკითხვით, როგორც გავიგეთ, უმრავლესობას ჩათი აქვს თურმეო და ამაზე რა კომენტარს გააკეთებთო. „მეგობრებო, სკოლაშიც, მე მგონი, უკვე ბაღშიც კი ყველას აქვს ჩათი, ყველა სარგებლობს ამ მესინჯერებით, ყველა კომპანიაში, საჯარო უწყებაში თუ სამეგობროში ეს ჩათი არსებობს თუ „ნაციონალურ მოძრაობას” ან „ევროპულ საქართველოს” ასეთი ჩათი არ აქვს, ან “რუსთავი2″-ს არ აქვს ასეთი ჩათი, რა ვქნათ ახლა, ეტყობა, ისინი ჩამორჩებიან განვითარების ტემპებს. რა არის ამაში სკანდალური თუ ეს პოლიტექშენი არ არის და თუ მართლა პანდემიური დამოკიდებულება არ არის საკითხთან, რა სკანდალური ამბავი ეს არის, რომ რაღაც ჩათი ჰქონდეს რომელიმე ორგანიზაციას. დღეს შვიდი კითხვა დამისვეს ამაზე”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.