თამარ ჩუგოშვილმა „გენდერული თანასწორობა საქართველოში: არსებული მდგომარეობა და სამომავლო გეგმები” ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო

 

ბელგიის სამეფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თამარ ჩუგოშვილმა ღონისძიებაში – „გენდერული თანასწორობა საქართველოში: არსებული მდგომარეობა და სამომავლო გეგმები,” რომელსაც ევროკავშირში საქართველოს მისიამ უმასპინძლა, მონაწილეობა მიიღო.
როგორც “კვირას” პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, ღონისძიების ფარგლებში, თამარ ჩუგოშვილმა, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან, თამარ ხულორდავასთან, საქართველოს ელჩთან ბელგიის სამეფოში, ნატალი საბანაძესა და ევროპარლამენტარ კლერ მუდისთან ერთად, საქართველოში გენდერული თანასწორობის კუთხით განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა.
თამარ ჩუგოშვილმა და თამარ ხულორდავამ განსაკუთრებით ყურადღება შემდეგ საკითხებზე გაამახვილეს: ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის სტრატეგია; ქალთა ეკონომიკური და სოციალური გაძლიერება; ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა და გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმები. ევროპარლამენტარმა, კლერ მუდიმ კი გენდერული თანასწორობის კუთხით საქართველოს პროგრესსა და ევროკავშირში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.
ღონისძიებას ევროკავშირის ინსტიტუტების, დიპლომატიური კორპუსის, აკადემიის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები