აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს პრეზიდენტს სამუშაო ლანჩზე უმასპინძლა
ბაქოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ნოვრუზ მამედოვს სამუშაო ლანჩზე შეხვდა.
როგორც “კვირას” პრეზიდენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, მან განსაკუთრებული აქცენტი ორი ქვეყნის მეგობრობასა და თანამშრომლობაზე გააკეთა.
აღინიშნა, რომ საქართველო-აზერბაიჯანს შორის არსებული გამორჩეული პარტნიორობა და ერთობლივი ენერგო და სატრანსპორტო პროექტების მიმართ ერთგული დამოკიდებულება უკეთესი მომავლის მომტანია მილიონობით ადამიანისთვის რეგიონსა თუ მსოფლიოში.