ირაკლი კოვზანაძე საპენსიო სააგენტოს დირექტორს შეხვდა
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე საპენსიო სააგენტოს დირექტორს, ლევან სურგულაძეს შეხვდა.
პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე, ახლადშექმნილი სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხები განიხილეს.
„უკვე შეიქმნა საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრობის კანდიდატების შესარჩევი კომისია, რომლის პირველი სხდომა უახლოეს ხანში გაიმართება. საინვესტიციო საბჭოს დროულად და გამჭვირვალედ დაკომპლექტება ძალიან მნიშვნელოვანია საპენსიო სააგენტოს ეფექტური ფუნქციონირებისთვის. ამასთანავე, სააგენტოსთვის დამოუკიდებელი აუდიტორის შერჩევის პროცესში ვართ, რაც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის კომპეტენციაა“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ, ირაკლი კოვზანაძემ.