გიორგი კახიანი: ირაკლი კობახიძის გადაყენების საკითხზე კომენტარის გაკეთებაც კი არასერიოზულად მიმაჩნია
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი მიიჩნევს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადაყენების საკითხზე საუბარი არასერიოზულია. მისივე თქმით, თავმჯდომარე თავის საქმიანობას კარგად უძღვება.
„ირაკლი კობახიძის გადაყენების საკითხზე კომენტარის გაკეთებაც კი არასერიოზულად მიმაჩნია. პარლამენტს ძალიან კარგი თავმჯდომარე ჰყავს და თავის საქმიანობას მშვენივრად უძღვება. ამ პროცესის დაწყებას პარლამენტის წევრთა არანაკლებ 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება, გადაწყვეტილების მიღება სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ხდება“, – განაცხადა კახიანმა.
ცნობისათვის, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ შექმნილ ვითარებაზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ირაკლი კობახიძეს აკისრებს. ამასთან, დეპუტატი თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების პროცედურების დაწყებას არ გამორიცხავს.