არჩილ თალაკვაძე ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობით გადაწყვეტილება არ მიგვიღია მას შემდეგ, რაც კონსტიტუცია დავამტკიცეთ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ, საკონსტიტუციო უმრავლესობის მნიშვნელობაზე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემაში „პირისპირ“ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, მმართველი პარტია საკონსტიტუციო უმრავლესობის ბოროტად გამოყენებას არ აპირებს.
„ჩვენ ვართ ის ძალა, რომელმაც კონსტიტუცია შეცვალა ისე, რომ მომავალში გამარჯვებულ პარტიას საკონსტიტუციო უმრავლესობის შეკრება აღარ შეეძლება. ჩვენთვის რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ყოფილიყო თვითმიზანი, ამ გადაწყვეტილებას არ მივიღებდით. საკონსტიტუციო უმრავლესობით ჩვენ გადაწყვეტილება არ მიგვიღია მას შემდეგ, რაც კონსტიტუცია დავამტკიცეთ.
დღეს „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში მყარი უმრავლესობა აქვს, რაც ნიშნავს ბევრად დიდ უმრავლესობას, ვიდრე ჩვეულებრივი უმრავლესობაა, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ პარლამენტში ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება თავდაჯერებით შეგვეძლება“, – განაცხადა თალაკვაძემ და დასძინა, რომ ისინი ამ შესაძლებლობის ბოროტად გამოყენებას არ აპირებენ.
​მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა არ იშლება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები