გედევან ფოფხაძე: პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ საერთო გამოწვევების წინაშე ერთიანობა იყოს

დეპუტატ გედევან ფოფხაძის თქმით, ამ მოცემულობაში პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ საერთო გამოწვევების წინაშე ერთიანობა იყოს. როგორც მან აღნიშნა, “ნაცმოძრაობის” რეანიმაცია არ უნდა მოხდეს.
„პრინციპულია, ვისთან ერთად გავაგრძელებთ საქმიანობას. ბევრი თანამოაზრე გვყავს უკვე საპარლამენტო უმრავლესობის მიღმა, ბევრი რჩება უმრავლესობაში, რომელიც ჩვენი თანამოაზრეა, შესაბამისად, კონსულტაციები გაგრძელდება ერთი მთავარი მიზნით, რომ ჩვენ ვიყოთ ერთიანები საერთო გამოწვევების წინაშე. დღეს მთავარი გამოწვევაა, რომ დასრულდეს „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის რეანიმაციის მცდელობა. ამას ეწევიან „ქართული ოცნების“ კონკრეტული პიროვნებები, ვისაც აწყობს იმ ძველ ზონდერებთან ალიანსი, რათა თავის ძალაუფლებას მოეპოტინონ. ირაკლი კობახიძეს ძალიან ნეგატიური როლი აქვს იმ ყველაფერში, რაც ხდება. პროცესი კიდევ ბევრ რამეს გამოააშკარავებს და საზოგადოებისთვის ყველაფერი ნათელი გახდება“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები