ბექა ნაცვლიშვილი: მგონი, ზვიად კვაჭანტირაძეც აპირებს უმრავლესობის დატოვებას

უმრავლესობის ყოფილი წევრი, დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი არ გამორიცხავს, რომ უმრავლესობა კიდევ რამდენიმე ადამიანმა, მათ შორის ზვიად კვაჭანტირაძემაც დატოვოს.
“ვისაც გაცხადებული აქვს ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მათ, შეიძლება, დატოვონ. რამდენიმე ადამიანმა განაცხადა. ეს არის გია ჟორჟოლიანი, შეიძლება ფრაქცია სოციალ-დემოკრატებიდან რამდენიმე წევრმა დატოვოს უმრავლესობა. მაგალითად, მირიან წიკლაური, კობა ნარჩემაშვილი. გარდა ამისა, მგონი ზვიად კვაჭანტირაძეც აპირებს უმრავლესობის დატოვებას“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები