ეკა ბესელია ზარდიაშვილზე: იმ წინადადებებით მოვიდა, რაც მოსამართლეთა ჯგუფს უნდოდა, რეალიზებული ყოფილიყო და რაც ვერ მიიღეს

ვანო ზარდიაშვილი კონკრეტული თხოვნებით და კონკრეტული ლობისტური წინადადებებით მოვიდა, როცა 2017 წელს სასამართლო რეფორმა დავიწყე – ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ირკვევა ბესელიასა და უმრავლესობის დეპუტატს ვანო ზარდიაშვილს შორის უთანხმოება სწორედ მაშინ დაიწყო.
„კონკრეტული თხოვნებით და კონკრეტული ლობისტური წინადადებებით მოვიდა, როცა 2017 წელს სასამართლო რეფორმა დავიწყე. იმ წინადადებებით მოვიდა, რაც მოსამართლეთა ჯგუფს უნდოდა, რეალიზებული ყოფილიყო და რაც ვერ მიიღეს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები