ლაშა ჟვანია: აზერბაიჯანში სალომე ზურაბიშვილის ვიზიტისას ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე იქნება საუბარი
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ლაშა ჟვანიამ, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის მიზნებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ლაშა ჟვანიას განცხადებით, აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა. მისივე თქმით, გარდა იმისა, რომ კავკასია ჩვენი საერთო სახლია, ჩვენი ქვეყნები საერთო გამოწვევების წინაშე დგანან.
„შეხვედრებზე განიხილება სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. თანამშრომლობისა, რომელიც საჭირო და აუცილებელია ჩვენი ქვეყნებისა და კავკასიის რეგიონისათვის, ასევე იმ გამოწვევების გასამკლავებლად, რის წინაშეც ჩვენი ქვეყნები დგანან”, – აღნიშნა ლაშა ჟვანიამ.