“არანაირი ბარიერი არ იქნება, ოღონდ ოფიციალურად უნდა გამოხატონ ეს სურვილი” – ცქიტიშვილი ენმ-ს ინიციატივაზე
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, ახალი რეგლამენტის თანახმად, ოპოზიციას სპეციალური სხდომის მოწვევის თაობაზე მოთხოვნის დაყენების შესაძლებლობა აქვს.
„ამ ფორმების მიხედვით დადგება, განიხილება კომიტეტზე და შესაბამისად, იქნება. მე განსაკუთრებულ ბარიერებს ვერ ვხედავ, მით უმეტეს, ახალი რეგლამენტის მოქმედება უკვე დავინახეთ, ყოველ სასესიო კვირას გვყავს მინისტრები, არც საკომიტეტო მოსმენებში არის ამის ნაკლებობა და მე ვფიქრობ, არანაირი ბარიერი არ იქნება, ოღონდ ოფიციალურად უნდა გამოხატონ ეს სურვილი, მარტო განცხადება არ იქნება, ალბათ, საკმარისი,“ – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ანაკლიის პორტის თემაზე საგარეო კომიტეტის სხდომის ჩატარებას ითხოვს.