“მუდმივად ხაზს უსვამენ ჩემს მეგობრობას ჩინჩალაძესთან, რატომღაც არავინ ახსენებს ეკა ბესელიას ნათელმირონ მეიშვილს და უახლოეს მეგობარს წოწორიას”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ვანო ზარდიაშვილის თქმით, იმ ფონზე, როცა დეპუტატ ეკა ბესელიას ნათელ-მირონობა აკავშირებს ნონა წოწორიასა და ზაზა მეიშვილთან, გაუგებარია, რატომ გახდა მისი და მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძის მეგობრობა განხილვის საგანი.
შესაბამისი კომენტარი ზარდიაშვილმა ჟურნალისტებთან გააკეთა.
“მუდმივად ხაზს უსვამენ ჩემს მეგობრობას მიხეილ ჩინჩალაძესთან. ამ თემაზე სპეკულაციები რომ დასრულდეს, ძალიან კარგი პარალელის გაკეთება შემიძლია – რატომღაც არავინ ახსენებს ეკა ბესელიას ნათელმირონს ზაზა მეიშვილს, რომელიც სისხლის სამართლის პალატას კურირებდა და თუკი სისხლის სამართლებრივ სივრცეში რამე ხდებოდა სასამართლოში, მეიშვილის პასუხისმგებლობა და კომპეტენცია იყო. ასევე არასდროს არავინ ახსენებს მის ნათელმირონს და უახლოეს მეგობარს ნონა წოწორიას, რომელიც ზურაბ ადეიშვილის მოადგილე იყო და ევროპის სასამართლოში საქართველოს მოსამართლეს წარმოადგენდა. ამას ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ მეგობრობა არასდროს არ განსაზღვრავს არც კანის ფერს, არც პოლიტიკურ სპექტს და არც ოჯახურ გარემოებას“, – განუცხადა ჟურნალისტებს ვანო ზარდიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები