“ხაზარაძეს და ჯაფარიძეს შეუძლიათ წარსდგნენ შესაბამისი თემატური, კომიტეტის წინაშე და გააკეთონ განცხადება”
„მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს შეუძლიათ წარსდგნენ შესაბამისი თემატური, პროფილური კომიტეტის წინაშე და გააკეთონ ნებისმიერი განცხადება“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მათ ამ უფლებას ვერავინ შეუზღუდავს.
„მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ჰქონდათ შეთავაზება ირაკლი კოვზანაძისგან. მათ შეუძლიათ წარსდგნენ შესაბამისი თემატური, პროფილური კომიტეტის წინაშე და გააკეთონ ნებისმიერი განცხადება. არასდროს და ვერასდროს მათ ამას ვერავინ ვერ შეუზღუდავს” – განაცხადა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების” ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.