პარლამენტში კობა გვენეტაძის მოსმენა ჩაიშალა
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ სხდომა, სადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს უსმენდნენ და „თი-ბი-სი ბანკის“ საკითხზე მსჯელობა უნდა გამართულიყო, დასრულებულად გამოაცხადა.
მანამდე მან ის მიზეზებიც განმარტა, რის გამოც „თიბისი ბანკის“ საკითხის განხილვა საფრთხის შემცველად მიაჩნდა.
„გუნდში ვიმსჯელეთ ამასთან დაკავშირებით, ჩვენ მაინც არგუმენტად მიგვაჩნია ის, რაც თქვა კობა გვენეტაძემ, რომ ამ საკითხის განხილვა შეიძლება შეიცავდეს საფრთხეს. გუნდში როდესაც იყო მსჯელობა ვღებულობთ არგუმენტს, რომლის მიხედვითაც ამ დიალოგში შესვლა საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს. მე ვიღებ გადაწყვეტილებას, რადგან მგონია, რომ ეს არის სწორი. ნახევრად ნათქვამ ინფორმაციას არ აქვს არავითარი აზრი“, – განაცხადა რომან კაკულიამ.