პრემიერი: საქართველო სოლიდარობას უცხადებს ვენესუელის დროებით პრეზიდენტს და ვენესუელელ ხალხს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე „ტვიტერში“ ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, საქართველო აფასებს და მხარს უჭერს ვენესუელელი ხალხის სიმამაცეს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლაში.
„საქართველო უერთდება საერთაშორისო საზოგადოებას ვენესუელელი ხალხისთვის საერთაშორისო დახმარების მიწოდების კუთხით და სოლიდარობას უცხადებს ვენესუელის დროებით პრეზიდენტს, ხუან გუაიდოსა და ვენესუელელ ხალხს.
ჩვენ ვაფასებთ და მხარს ვუჭერთ ვენესუელელი ხალხის სიმამაცეს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლაში“, – აღნიშნულია საქართველოს პრემიერის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები