რეჟისორი მარიამ ხაჭვანი კანის წითელ ხალიჩაზე – ინტერვიუ რეჟისორთან

კანის ფესტივალზე “მსოფლიო პავილიონში” (Cinema du Monde) პროექტით „დედე” ქართველი რეჟისორი მარიამ ხაჭვანი და ვოვა კაჭარავა მონაწილეობდნენ. ,,კვირა“ დაუკავშირდა რეჟისორ მარიამ ხაჭვანს, რომელმაც ექსკლუზიურად გვაცნობა:

– გილოცავ, შთაბეჭდილებებზე უნდა გკითხო…
– რა გითხრათ? ძალიან გახარებული ვარ, რადგან ჩვენი პროექტი კანში მოხვდა. „სინემა დუ მონდემ“ და ფრანგულმა ინსტიტუტმა პროექტები შეარჩიეს. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სულ ათი მონაწილე ვიყავით, რომლებსაც ცნობილი ბრაზილიელი რეჟისორი ვალტერ სალესი სამი დღის განმავლობაში მასტერ-კლასებს გვიტარებდა. შემდეგი ერთი კვირა ინტენსიური 30- წუთიანი one to one  შეხვედრები გვქონდა სხვადასხვა ქვეყნის ცნობილ პროდუსერებთან, რომლებსაც საკუთარ პროექტს ვაცნობდით. ასევე შევხვედით სხვადასხვა ქვეყნის კინოფესტივალის იმ  წარმომადგენლებს, რომლებიც საერთაშორისო გრანტების შესახებ გვაძლევდნენ ინფორმაციას, თუმცა ჩემი პროდუსერი ვოვა კაჭარავა უმეტესობას პირადად იცნობდა, შესაბამისად, ეგ ინფორმაციებიც უკვე ჰქონდა. ამ ეტაპზე თავად გადაწყვეტს, რომელ პროდუსერთან დაიჭიროს საქმიანი ურთიერთობა.
– რამდენადაც ვიცი, კანში წითელ ხალიჩაზე გაიარე…
– დიახ, ჩვენი იქ ყოფნის მესამე დღე მანქანებით მოგვაკითხეს და წითელ ხალიჩაზე გაგვატარეს, ძალიან კარგი შეგრძნება იყო, ხვდები, რომ ამის გამო შეუძლებელის შეძლება ღირს, წითელ ხალიჩაზე როგორც პროექტის მონაწილეები ვალტერ სალესთან ერთად ჩვენი სახელი და გვარებიც გამოაცხადეს.
– როგორი იყო კანის ფესტივალის რიტმში ცხოვრება?
– დილის 9- დან საღამოს 9- მდე გვქონდა შეხვედრები, ცხრის მერე ფილმის საყურებლად მივდიოდით, მარტო ორი-სამი საათი მეძინა, დილის შვიდზე ისევ ფილმი უნდა მენახა, სადაც პროდუსერი გამამწესებდა. მოკლედ, კანში ყოფნის დროს ქართული საჭმელი მომენატრა და 5 კილო დავიკელი.

 10362388_752506374780527_1289517762_n

თეონა გოგნიაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები