დავით ჭიჭინაძე: ვხედავთ, რომ არსებობს ეს სახლები, ქონებები, სად უნდა გავასაჩივროთ, ამ უსამართლო სასამართლოში?

ვუყურებთ, რომ არსებობს ეს სახლები, ქონებები და ეს სად უნდა გავასაჩივროთ, ისევ ამ უსამართლო სასამართლოში? – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ მოსამართლეების ქონებასთან დაკავშირებულ საკითხზე საუბრისას განაცხადა.
ჭიჭინაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის განცხადებას გამოეხმაურა. დოლიძემ პარლამენტს მიმართა, შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც მოსამართლეთა ქონების კანონიერებას დაადგენს.
როგორც ანა დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მოსამართლეთა ქონების შესახებ ტელევიზიით გასული სიუჟეტი სასამართლო სისტემაში შესაძლო კორუფციის არსებობაზე მიუთითებდა.
„მე ცოტა ისე ვუყურებ ამ კომისიას – საბოლოო ჯამში, თუ ჩვენ ვუყურებთ, რომ არსებობს ეს სახლები, არსებობს ეს ქონებები და სად უნდა გავასაჩივროთ ისევ ამ უსამართლო სასამართლოში? ნუ, დავდეთ ჩვენ დასკვნა, ეს ტელევიზიამაც აჩვენა , გამოვა რომ ის რაც თვალით ვიხილეთ , ფურცელზე უნდა დავდოთ. არ ვიცი, შემდეგ რა გზას უნდა დაადგეს, როცა იუსტიციის საბჭო ამ ადამიანებით არის დაკომპლექტებული , სასამართლოში ეს ადამიანები არიან. შეიძლება რიგითი მოხელის და ჩინოვნიკის საქმეზე აზრი ჰქონდეს კომისიის შექმნას, იმიტომ, რომ შემდეგ პროკურატურა სასამართლოში იჩივლებს და შეიძლება ,გამოძიებას აზრი ჰქონდეს. აქ ამას ვერ ვხედავ. მით უმეტეს , ამ ადამიანებმა არც კი მოინდომეს ახსნა-განმარტების მოცემა . პირდაპირ დაპირისპირებაში არიან საზოგადოებრივ აზრთან, საზოგადოებასთან. არ ითვალისწინებენ ჩვენს არანაირ შეხედულებებს, პრაქტიკულად ყველაფრის პირდაპირი იგნორი მიდის“- განაცხადა ჭიჭინაძემ.
შეგახსენებთ, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში სიუჟეტი გავიდა, სადაც რამდენიმე მოსამართლის ქონებაზე იყო საუბარი, მათ შორის, მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილის, თამარ ალანიას და მერაბ გაბინაშვილის ქონების შესახებაც. საბჭოს არამოსამართლე წევრები, ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე მიიჩნევენ, რომ მოსამართლეთა ქონების კანონიერების თაობაზე გამოძიება უნდა დაიწყოს.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები