“ევროპული საქართველო” ეკა ბესელიასა და მისი თანაგუნდელების საკანონმდებლო ინიციატივას მხარს უჭერს

“ევროპული საქართველოს” წევრის, ელენე ხოშტარიას თქმით, მათი პარტია ეკა ბესელიასა და მისი თანაგუნდელების საკანონმდებლო ინიციატივას მხარს უჭერს.
როგორც მან აღნიშნა, ბესელიას ინიციატივას, რომ პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა 5 წლით გადავადდეს, ისინი მხარს დაუჭერენ.
ცნობისათვის დღეს დეპუტატებმა კენჭი უნდა უყარონ ბექა ნაცვლიშვილის ინიციატივას საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით და ასევე ეკა ბესელიას და უმრავლესობის კიდევ 8 დეპუტატის კანონპროექტს მოსამართლეთა უვადოდ არჩევის პროცესის გადავადების შესახებ.
მათი უმრავლესობაში დარჩენა სწორედ ამ კანონპროექტების მხარდაჭერაზეა დამოკიდებული. თუმცა უკვე ცნობილია, რომ უმრავლესობა ბესელიას ინიციატივას მხარს არ დაუჭერს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები