გია აბაშიძე: სამეთვალყურეო საბჭომ ხაზარაძე-ჯაფარიძის ფინანსურ ცოდვებს გადახედა და ბანკის მენეჯმენტიდან მათი გაშვება გადაწყვიტა

ანალიტიკოსი გია აბაშიძე მამუკა ხაზარაძის „თი-ბი-სი ბანკის“ დატოვების საკითხს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება. როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, „თი-ბი-სი ბანკის“ მსხვილმა მეწილეებმა (სამეთვალყურეო საბჭომ) მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ ჩადენილ ფინანსურ ცოდვებს გადახედეს და მათი ბანკის მენეჯმენტიდან გაშვება გადაწყვიტეს.
​ექსპერტს ასევე გარკვეული კითხვები ეროვნული ბანკის დირექტორ გიორგი ქადაგიძესთანაც აქვს.
“როგორც ჩანს, ლონდონში „თი-ბი-სი ბანკის“ მსხვილმა მეწილეებმა [სამეთვალყურეო საბჭომ] გადახედეს რა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ ჩადენილ ფინანსურ ცოდვებს, მიიღეს გადაწყვეტილება ეს ორი პიროვნება ბანკის მენეჯმენტიდან გაუშვან. ამასთან, „თი-ბი-სი ბანკი“ ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებულ ჯარიმას, ერთ მილიონ ლარს გადაიხდის და ეროვნული ბანკის წინააღმდეგ ყველა სამართლებრივ დავას შეწყვეტს.
საინტერესოა, ბატონმა ხაზარაძემ რატომ არ გვამცნო ლონდონში მიღებული გადაწყვეტილების მეორე, გაცილებით საინტერესო პუნქტი? ის, რომ მსხვილ აქციონერებს გაუჩნდათ არაერთი სერიოზული შეკითხვა გიორგი ქადაგიძის მიმართ. სწორედ ქადაგიძის ეროვნული ბანკის პრეზიდენტობისას მოხდა ფულის რეცხვისა და ამ ფაქტის “გაპრავების” ის მძიმე შემთხვევა და მიუხედავად ამისა, სწორედ ქადაგიძის ხელშეწყობით „თი-ბი-სი ბანკი“ მოხვდა ლონდონის საფონდო ბირჟაზე. ანუ გიორგი ქადაგიძემ ლონდონის საფონდო ბირჟას გაფუჭებული პროდუქტის სახით შეასაღა TBC.
შეკითხვები კიდევ ბევრია. ქადაგიძე ამჟამად ილიაუნიში გარკვეულ ‘დვიჟენიებშია’. საკითხავია, აწი თუ ეცლება მას პედაგოგიური საქმიანობისათვის, თუკი ფულის რეცხვის ქეისით ღრმად დაინტერესდნენ ლონდონის საფონდო ბირჟის ‘უსტაბაშები’?..
ცნობისათვის, თიბისი ბანკის აქციონერთა შორისაა საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), Deutsche Investitions- und Entwicklungsgesellschaft (DEG) და Nerlandese Financierings-Maatschappi Voor Ontwikkelingsladen N.V. (FMO), ბანკის 57% სააქციო კაპიტალით. სხვა საერთაშორისო ინსტიტუციონალური ინვესტორები, როგორებიცაა J.P. Morgan Chase Bank, N.A., London Branch (“JPMorgan”) და Ashmore Cayman SPC No. 2 Ltd. (“Ashmore”), საერთო ჯამში ფლობენ ბანკის აქციების 10%-ს. ორი დამფუძნებელი აქციონერი ერთად ბანკის სააქციო კაპიტალის 26%-ს ფლობს, ხოლო დანარჩენ 7%-ი მენეჯმენტს და მინორიტარულ აქციონერებს ეკუთვნით”, – წერს გია აბაშიძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები