“თუ გააგრძელებენ ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის მოსამართლეების დანიშვნას, საყოველთაო, სახალხო პროტესტი საჭირო იქნება”

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ახალი პოლიტიკური ძალის შექმნას გეგმავს. ამის შესახებ ჭიჭინაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრეკსლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჭიჭინაძემ განმარტება გააკეთა მის განცხადებასთან დაკავშირებითაც.
„უმრავლესობიდან წავედი, რომ დავბრუნდე და მოვაყენებ ხალხს, ესეც კარგად დაიმახსოვრეთ”,- განაცხადა ჭიჭინაძემ.
დეპუტატმა ამ განცხადებით ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, მამუკა მდინარაძეს. მიმართა.
„მე ეს ვუთხარი კომიტეტის სხდომაზე იმ ჯგუფს, რომელიც დაკავებულია მოსამართლეების კლანის ლობირებით და აბსოლუტურად აცილებულები არიან საზოგადოების დაკვეთას. ეს მათთან მიმართებაში იყო ნათქვამი, რომ თუ ისინი გააგრძელებენ ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის მოსამართლეების დანიშვნას, რასაც დღეს ისინი აქტიურად ეწევიან, ვფიქრობ, საყოველთაო, სახალხო პროტესტი საჭირო იქნება. იუსტიციის საბჭო, რომელიც ამას ჩადის, ჩემს საარჩევნო ოლქში იმყოფება, აქედან გამოდინარე, ბოროტების კერა ჩემს საარჩევნო ოლქშია, შევეცდები, მაქსიმალურად დიდი წინააღმდეგობა გავუწიოთ.
ადამიანი პოლტიკაში იმიტომ მოდიხარ, რომ გარკვეული მიზანი გაგაჩნია და ის ქვეყანას უნდა ემსახურებოდეს, როცა ხედავ, რომ აცდენილია ეს გზა და იმ ადამიანებთან საერთო აღარაფერი გაქვს… მე არ მოვსულვარ იმისთვის, რომ მარტო დეპუტატობა მინდოდა, მინდა, რომ ამ ქვეყანაში იყოს კარგი საცხოვრებელი პირობები, ახალგაზრდები სასწავლებელს რომ ამთავრებენ, დასაქმებულები იყვნენ და არ გარბოდნენ ჩვენი ქვეყნიდან. პოლიტიკური ბრძოლა, ალბათ, თავიდანაა დასაწყები, რომ ჩვენს ქვეყნაში მართლა ის გარემო ჩამოყალიბდბეს, რომ ეს ქვეყანა საცხოვრებლად მიმზიდველი გახდეს ჩვენი მაცხოვრებლებისთვის და არა ემიგრანტებისთვის.
დიდი ხანია, მოლაპარაკებები მაქვს იმ ადამიანებთან , ვინც 2012 და 2016 წელში „ქართული ოცნების“ ველზე იბრძოდა და ვისაც ბატონი ბიძინა მოუხმებოდა მეორე ტურისთვის, რომ გვერდში დადგომოდა. ჩვენ. პრაქტიკულად. გვერდში დავუდექით .ცნობად სახეებს ნაკლებად ვგულისხმობ, უფრო ვგულისხმობ რეგიონალურ ლიდერებს და „ქართული ოცნების“ რიგით წევრებს, რომლებიც ქვეყნის გამო ემსახურებოდნენ „ქართულ ოცნებას“ – განაცხადა ჭიჭინაძემ.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები