ირმა ინაშვილი: არ გამოვრიცხავ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი დავაყენოთ

ვიმოქმედებთ იმისათვის, რომ შეიცვალოს პარლამენტის მენეჯმენტი და სულაც არ გამოვრიცხავ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი დავაყენოთ, – ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა.
“საქართველოს პარლამენტის მენეჯმენტი, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, ძალიან დაემსგავსა მოსამართლეების, იგივე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის სტილს.
დღეს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ხუთი კაცი მართავს პარლამენტს, არავისი აზრი არ აინტერესებთ, არავითარი სხვა ინიციატივა არ აინტერესებთ. არანაირი თანამშრომლობა არ არსებობს. მე მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან მანკიერი პროცესი, 2 წლის მანძილზე მე ამ თემაზე ღიად ვსაუბრობდი და დღეს უფრო მკაფიოდ ვილაპარაკებ. ვიმოქმედებთ იმისათვის, რომ შეიცვალოს პარლამენტის მენეჯმენტი და სულაც არ გამოვრიცხავ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი დავაყენოთ”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები