ეკა ბესელია: ეს იქნება პოლიტიკური კენჭისყრა და არა სამართლებრივი

მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს პოზიცია გამოჩნდა გუშინ და ამ ფონზე ხდება ეს კენჭისყრა – ასეთი კომენტარი გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ეკა ბესელიამ დღევანდელი საპარლამენტო სესიის დაწყებამდე, სადაც მის ინიციატივას მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის გადავადების შესახებ, კენჭს უყრიან.
“ეს იქნება პოლიტიკური კენჭისყრა და არა უფრო სამართლებრივი ასე ჩანს, იმიტომ რომ გუშინ პოლიტსაბჭოს განცხადებამ ეს ფონი შექმნა კენჭისყრის წინ, როდესაც განხილვამდე განცხადება კეთდება რომ არ დაუჭერთ მხარს ამ ინიციატივას. ამ განხილვისთვის შექმნილია” ,- განაცხადა ბესელიამ.
დღეს საპარლამენტო სესიაზე საპენსიო რეფორმისა და მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის ინიციატივის გადავადების საკითხებს უყრიან კენჭს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები