გიორგი ქობულიამ სავალუტო ფონდის მისიასთან მიმდინარე ეკონომიკური პროგრამა განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა, რომელსაც მერსედეს ვერა-მარტინი ხელმძღვანელობს.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები, ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების მიმდინარეობა და თანამშრომლობის პროგრამა, რომელსაც სავალუტო ფონდი საქართველოს მთავრობასთან ერთად ახორცილებს.

სავალუტო ფონდის მისიის მხრიდან დადებითად შეფასდა საქართველოს მთავრობის მიერ “გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით” მიმდინარე პროგრამა. აღინიშნა ის პოზიტიური ტენდენციები, რომლებიც საქართველოს ეკონომიკის სტაბილურობისა და გარე შოკებისადმი მედეგობის მიმართულებით არსებობს. ასევე ხაზი გაესვა იმ რეფორმების მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკის ინკლუზიური ზრდის ხელშეწყობის კუთხით, რომლებიც საქართველოში ხორციელდება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ვიზიტის ფარგლებში, ასევე, მთავრობის ეკონომიკური გუნდის და პარლამენტის წევრებთან, ეროვნულ ბანკში, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები