უკრაინის აღმოსავლეთში არეულობა გრძელდება

უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში სიტუაცია არ იცვლება. ლუგანსკში სროლის ხმა ისევ ისმის. სეპარატისტებსა და უკრაინელ სამხედროებს შორის ანდრეევკაში შეტაკებები მიმდინარეობს. გარდა ამისა, შეიარაღებულმა სეპარატისტებმა ავტომობილი გააჩერეს, რომლითაც გამოცემა “ობზორის” ჟურნალისტები გადაადგილდებოდნენ და ორი ჟურნალისტი გაიტაცეს.
მათ ავტომობილის სალონში უკრაინული დროშა ედოთ, რამაც სეპარატისტები გააღიზიანა. შეიარაღებულმა პირებმა ჟურნალისტები გაიტაცეს. დონეცკში კი საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. სეპარატისტების ლიდერმა დენის პუშილინმა განაცხადა, რომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა მოქმედებს და ახლა მათი მიზანი ქვეყნიდან უცხო შეიარაღებული პირების განდევნაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები