ვიქტორ იანუკოვიჩის პარტიამ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები აღიარა

ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის “რეგიონების პარტიამ” უკრაიანის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები აღიარა. ამის შესახებ განცხადება პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა ალექსადრე ვილკულმა განაცხადა.
“არჩევნები შედგა. უკრაინას ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტი ჰყავს. გაიმარჯვა უკრაინამ, ეს კი ნიშნავს, რომ “რეგიონების პარტიამაც” გაიმარჯვა”, – განაცხადა ვილკულმა. მისი თქმით, არჩევნები სრულიად ლეგიტიმურია, მიუხედავად იმისა, რომ დონეცკის ოლქში შექმნილი მძიმე ვითარების გამო, საარჩევნო უბნების მხოლოდ მეოთხედმა იმუშავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები