ნინო ჩხობაძე: „მწვანე ხაზები“ არსებულ პარკებსა და სკვერებს გადაარჩენს

გარემოს დაცვის ექსპერტი ნინო ჩხობაძე ახალ საკანონმდებლო ინიციატივას „მწვანე ხაზებს“ დადებითად აფასებს.
მისი თქმით, ზონირება მნიშვნელოვანია და ხაზები უნდა აღდგეს იქ, სადაც იყო.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გაკეთდეს. თავის დროზე ყველა ასეთი სკვერი და პარკი კონკრეტულად იყო შემოფარგლული და დაცული. აბსოლუტურად გამორიცხული იყო მისი დარღვევა. ეს ტერმინი თუ აღდგება, ამ შემთხვევაში, ჩათვალეთ, რომ დღესაც შეუძლებელი იქნება ამ ზონის დარღვევა და რაც პარკები და სკვერები კიდევ დაგვრჩა, მათი გადარჩენა მაინც მოხერხდება“, – აცხადებს ნინო ჩხობაძე.
ცნობისთვის, დღეს პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ და ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადეს, რომ მიმდინარეობს ახალ ინიციატივაზე მუშაობა, რომელიც მალე „მწვანე ხაზების“ სახელწოდებით გახდება ცნობილი და რომელიც პარკებს, ბაღებს, სკვერებს ნებისმიერი სახის კაპიტალური მშენებლობისგან დაიცავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები