დავით კეზერაშვილს სასამართლო განაჩენს ხვალ გამოუტანს

ე.წ. კონტრაბანდული სპირტის საქმეზე დავით კეზერაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლო განაჩენს ხვალ, 13:00 საათზე, გამოუტანს. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ბიზნესმენი კეზერაშვილის სიძესთან, მეირ ჯანაშვილთან ერთად არის ბრალდებული. მას სპირტის კონტრაბანდა და 13 მილიონამდე თანხის ქრთამად აღება ედება ბრალად. კეზერაშვილის ადვოკატს, შოთა მინდელს გამამართლებელი განაჩენის გამოტანის იმედი აქვს.
ადვოკატის აზრით, იმ შემთხვევაში თუკი დავით კეზერაშვილი გამტყუნდა, მისი ექსტრადირების საკითხში არაფერი შეიცვლება. დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის სამი საქმეა აღძრული. ერთი კონტრაბანდული სპირტის საქმეა, მეორე კი – ტელეკომპანია “იმედისა” და რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმე, სადაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბრალდებულია გიგი უგულავასთან ერთად. რაც შეეხება მესამე ბრალს, დავით კეზერაშვილს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსთან – ალექსანდრე ნინუასთან ერთად, ბიუჯეტის გაფლანგვით, 5 მილიონამდე ევროს მითვისებას ედავებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები