პეტრე პოროშენკოს მრჩევლად შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილი დაინიშნოს

 საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა, პეტრე პოროშენკოს მრჩევლად დაინიშნოს, – ამის შესახებ ვიტალი კლიჩკომ განაცხადა. მისივე თქმით, პოროშენკოს გუნდში ასევე შესაძლოა, შევიდეს საქართველოს ყოფილი ეკონომიკის მინისტრი კახა ბენდუქიძე. ვიტალი კლიჩკომ იმედი გამოთქვა, რომ სააკაშვილი და ბენდუქიძე უკრაინის დახმარებას შეძლებენ.
“საქართველო ჩვენთვის მაგალითია. ვესაუბრე სააკაშვილს – მან შემოგვთავაზა თავისი სამსახური, ასევე ველაპარაკე ბენდუქიძეს და დარწმუნებული ვარ, რომ ორივე მათგანი აღმოგვიჩენს დახმარებას, თუ ამის საჭიროება იქნება“,- განაცხადა კლიჩკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები