ცესკოს მონაცემებით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში პეტრე პოროშენკო 54,05%-ით ლიდერობს

ამ დროისთვის უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბიულეტინების 33,2% დათვალა,- იუწყება “უნიანი”. ხმათა უმრავლესობით, 54,05% -ით, პრეზიდენტობის კანდიდატი პეტრე პოროშენკო ლიდერობს. იულია ტიმოშენკოს 13,13%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო ოლეგ ლიაშკოს – 8,52%-მა. მეოთხე ადგილზე 5,47%-ით ანატოლი გრიცენკოა, რომელსაც 5,08%-ით სერგეი ტიგიპკო მოსდევს. სხვა საპრეზიდენტო კანდიდატებმა 2 %-ზე ნაკლები ხმა მიიღეს.
ამომრჩეველთა აქტივობამ გუშინ ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე 61% შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები