5 გარდაცვლილი და ამდენივე დაჭრილი – სროლა აშშ-ში

აშშ-ში, ილინოისის შტატის ქალაქ ავრორაში, 45 წლის მამაკაცმა 5 ადამიანი მოკლა და ამდენივეს ცეცხლსასწოლი ჭრილობა მიაყენა. ინციდენტი კომპანია Henry Pratt-ის შენობაში მოხდა, რომელიც წყლის მილების ნაწილებს აწარმოებს. აღნიშნულ კომპანიაში თავდამსხმელი – გერი მარტინი 15 წლის განმავლობაში მუშაობდა.

ტელეკომპანია “სი ბი ეს”-ის ცნობით, პარასკევს მამაკაცს შეატყობინეს, რომ სამსახურიდან გათავისუფლებულია. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, გერი მარტინმა, ამ ინფორმაციის გაგებისთანავე, პისტოლეტიდან ჯერ ადგილზე გაისროლა, შემდეგ კი თანამშრომლების მისამართით სროლა დაწესებულების საწყობის ტერიტორიაზე განაგრძო. მან რამდენიმე ადამიანი სწორედ საწყობის ტერიტორიაზე მოკლა, ხოლო ადგილზე მისული პოლიციის თანამშრომლები დაჭრა. სამართალდამცველებმა თავდამსხმელის ლიკვიდაცია მოახერხეს.
მედიის ცნობით, გერი მარტინი 1995 წელს, მისისიპის შტატში, თავდასხმის ბრალდებით ერთხელ უკვე იყო გასამართლებული.
აღსანიშნავია, რომ თავდასხმა ქალაქ ავრორაში, ინდუსტრიული პარკის მიმდებარედ მოხდა, სადაც Henry Pratt-ის შენობა მდებარეობს. ეს ქალაქი ჩიკაგოდან 65 კილომეტრში მდებარეობს.

მომხდარ ფაქტს ტვიტერის გვერდზე აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა:
“ავრორაში სამართალდამცველებმა შესანიშნავად იმუშავეს, ილინოისი გულწრფელად თანაუგრძნობს გარდაცვლილთა ოჯახებს, ამერიკა თქვენთან არის!”, – ნათქვამია ტრამპის ტვ

იტერის ტექსტში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები