პეტრე პოროშენკოს ინაუგურაცია შესაძლოა, 8-10 ივნისს გაიმართოს
უკრაინის ახლად არჩეული პრეზიდენტის პეტრე პოროშენკოს ინაუგურაცია, შესაძლოა, 8-10 ივნისს გაიმართოს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პოროშენკოს შტაბის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა რომან ზვარიჩმა განუცხადა. მან აღნიშნა, რომ კანონი საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ოფიციალური შედეგების დასადგენად 10 დღეს აძლევს და ამის შემდეგ, უკვე ხუთი დღეში პარლამენტში შესაძლოა, ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართოს. “სავარაუდო თარიღი 8-10 ივნისია, თუმცა მე ჯერ არ განმიხილავს ეს თარიღი პეტრე პოროშენკოსთან”, – განაცხადა პოროშენკოს შტაბის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა. მან აღნიშნა, რომ პოროშენკოს შტაბის იურისტებს არანაირი მნიშვნელოვანი დარღვევები არ დაუფიქსირებიათ, რომლებიც შედეგებზე იმოქმედებდა. მან ასევე მადლობა გადაუხადა პრეზიდენტობის კანდიდატ იულია ტიმოშენკოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების აღიარებისთვის.