“ოქროს პალმის რტოს” მფლობელი თურქული ფილმი “ზამთრის ძილი” გახდა

კანის 67-ე საერთაშორისო კინოფესტივალის საუკეთესო ფილმი თურქული “ზამთრის ძილი” გახდა. ნური ბილგე ჯეილანის ნამუშევარი ფესტივალის დაწყებამდეც ერთ-ერთ ფავორიტად ითვლებოდა და ჩვენების შემდეგაც დადებითი შეფასებები დაიმსახურა. კანის ფესტივალის გრან-პრი ალისა რორვახარის ფილმმა “საოცრებები” დაიმსახურა, ხოლო საუკეთესო რეჟისორი ბენეტ მილერი გახდა. მისმა ნამუშევარმა “ფოქს-ქეჩერი” კრიტიკოსებისგან დადებითი შეფასებები მიიღო.
კანის კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობი მამაკაცი ტიმოთი სპოლი გახდა. საუკეთესო მსახიობი ქალისთვის განკუთვნილი ჯილდო კი ჯულიანა მურმა დევიდ კრონენბერგის ფილმში “ვარსკვლავების რუკა” შესრულებული როლისთვის მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები