ჰაიტიზე, არეულობების შედეგად, შვიდი ადამიანი დაიღუპა

ჰაიტიზე, მიმდინარე საპროტესტო აქციების შედეგად, შვიდი ადამიანი დაიღუპა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას კოლუმბიური პორტალი, “Vanguardia” ავრცელებს.
მოსახლეობა მოქმედი პრეზიდენტის, ჟოვენელ მოიზას გადადგომას ითხოვს. მოქალაქეები მას და მის მთავრობას ელემენტარული სურსათით უზრუნველყოფისთვის უუნაროებად მიიჩნევს.
საპროტესტო აქციები უკვე ერთი კვირაა, მიმდინარეობს. არეულობის ბოლო მსხვერპლი პრეზიდენტის რეზიდენციიდან რამდენიმე მეტრში მოკლეს. მანიფესტანტებისა და პოლიციის შეტაკების შედეგად, რამდენიმე ჟურნალისტიც დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები