ესპანეთში, ვადამდელი არჩევნები აპრილში ჩატარდება
ესპანეთში, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 28 აპრილს ჩატარდება. ამის შესახებ, დღეს, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა, სააგენტო “El Pais”-ს აცნობა. ვადამდელი არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პარლამენტმა 2019 წლის სამთავრობო ბიუჯეტი უარყო, რითაც საკანონმდებლო კრიზისი გამოიწვია.
პედრო სანჩესი სამთავრობო უმცირესობას მეთაურობს და, ბიუჯეტის დასადასტურებლად, მას კატალონიური პარტიის მხოლოდ ორი ხმა ესაჭიროებოდა. პარტიაში განაცხადეს, რომ ბიუჯეტს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერენ მხარს, თუკი მთავრობა მათ თვითგამორკვევის უფლების საკითხზე დიალოგის შესახებ პირობას მისცემს. მაგრამ ეს უფლება ესპანეთში აკრძალულია.
ერის თვითგამორკვევის უფლება საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია, რაც ნიშნავს ყველა ერის უფლებას, საკუთარი არსებობის ფორმა დამოუკიდებლად გადაწყვიტოს, თავისი პოლიტიკური სტატუსი თავისუფლად დაამყაროს და მისი ეკონომიკური და კულტურული განვითარება გაახორციელოს.