კიევის მერის არჩევნებში ვიტალი კლიჩკომ გაიმარჯვა
კიევის მერის არჩევნებში, რომელიც გუშინ საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად მიმდინარეობდა, ვიტალი კლიჩკომ გაიმარჯვა, – ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა პეტრე პოროშენკომ განაცხადა. მან უკვე მიულოცა ვიტალი კლიჩკოს გამარჯვება და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ყველა რეფორმა კიევიდან დაიწყება.
ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ის კიევს ნამდვილ ევროპულ ქალაქად აქცევს. მან უკვე გადაუხადა მადლობა კიეველებს ნდობის გამოცხადებისთვის. ეგზიტპოლების მიხედვით, გამარჯვებულმა საპრეზიდენტო კანდიდატმა პეტრე პოროშენკომ წელს ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება არ გამორიცხა.